9 მარტს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ინიციატივით, შეხვედრა გაიმართა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. სტუმრებს მიეწოდათ ინფორმაცია ახალი პროფესიული სტანდარტების შემუშავებისას გამოყენებული მეთოდოლოგიის, მოდულური პროგრამების, აგრეთვე, გარემოსა და ტექნიკური აღჭურვილობის მინიმალური ნორმატივების შემუშავების პროცესისა და მოდულური პროგრამების დანერგვის შესახებ.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის უფროსმა ტექნიკურმა მრჩეველმა ჟოლტ დუდაშმა დადებითად შეაფასა მიმდინარე პროცესი და გამოთქვა მზადყოფნა, მისიის უფლებამოსილების ფარგლებში, შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით ხელი შეუწყოს შრომის უსაფრთხოებისა და ერგონომიკული მოთხოვნების ნაწილში ნორმატივების შემუშავებისა და დანერგვის, ასევე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში ამ კუთხით შეფასების განხორციელების პროცესს.