FAQ

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებისთვის ტრენინგების ციკლი გაიმართა

7 მარტი 2024

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების მხარდაჭერის ქვეპროგრამის ფარგლებში, შპს ბარაკონში, შპს საზოგადოებრივ კოლეჯ იმედსა და შპს საზოგადოებრივ კოლეჯ Nataly Academy – ში პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის ტრენინგების ციკლი ჩატარდა თემაზე - პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლების შესაძლებლობების გაძლიერება.

ტრენინგები მიზნად ისახავს ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებთ პროფესიული განთლების მასწავლებლების როლისა და საქმიანობის გამოკვეთას.

ტრენინგები ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და პროფესიული განათლების მასწავლებლებს მიეწოდათ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც მიემართებოდა ხარისხზე ორიენტირებული კულტურის ჩამოყალიბებას საგანმანათლებლო დაწესებულებების სივრცეში.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური და პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების მხარდაჭერის ქვეპროგრამა, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებს და მასწავლებლებს წლის გამავლობაში შესთავაზებს აღნიშნულ ტრენინგს.

ასევე, 2024 წელს დაგეგმილია ტრენინგები პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების ადმინისტრაციის წარმომადგენლებისათვის ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ ტრენინგის გავლის შემდეგ, პროფესიული განათლების მასწავლებლებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებისთვის ტრენინგების ციკლი გაიმართა