FAQ

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

7 მარტი 2024

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრებთან გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო, 2023 წელს განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოებების შედეგების ანალიტიკური მიმოხილვა და ავტორიზაციის დებულებასა და ეროვნული სასწავლო გეგმაში განხორციელებული ცვლილებების გაცნობა.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე კახაბერ ერაძე, ცენტრის თანამშრომლები და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრები.

გასვლითი შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეები ესტუმრნენ სსიპ- ქალაქ კასპის N1 საჯარო სკოლას, რომელმაც 2023 წელს მიიღო ავტორიზაცია

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა