განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან გასვლითი სამუშაო შეხვედრები გაიმართა.
სამუშაო შეხვედრების მიზანი იყო, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თვითშეფასების პლატფორმის მომზადებისა და პილოტირებისათვის აქტივობების განხორციელება.
საქართველოს კანონმდებლობით 2025 წლიდან ყველა ავტორიზებული სკოლა ვალდებული იქნება სასკოლო საზოგადოების ჩართულობით განახორციელოს ელექტრონული თვითშეფასება და თვითშეფასების შედეგები გამოიყენოს საქმიანობის დაგეგმვაში.
შეხვედრებს ესწრებოდნენ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე კახაბერ ერაძე, ცენტრის თანამშრომლები, საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები.