FAQ

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა

განცხადების ატვირთვის თარიღი: 13 მარტი 2024

2024 წლის 20 მარტი, 14:00 საათი

 

დღის წესრიგი:

 

 

1. სსიპ - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის "ბიზნესის ადმინისტრირების და სპორტის მენეჯმენტის" საბაკალავრო და "სპორტის მენეჯმენტის" სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის აკრედიტაციის საკითხის განხილვა.

2. სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა.

3. ა(ა)იპ - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის "მასწავლებლის მომზადების" საგანმანათლებლო პროგრამაზე წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა.

4. სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის „სატრანსპორტო საშუალებების სერვისისა და ექსპერტიზის" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა.

 

საბჭოს სხდომის ეფექტური ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზების მიზნით, საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ ჩართვა Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით. სხდომის დაწყებამდე ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება Zoom-ის ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს, ჩაერთოს სხდომას ონლაინ რეჟიმში.

 

შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით, შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით.

 

Topic: აკრედიტაციის საბჭო

Time: Mar 20, 2024 02:00 PM Baku, Tbilisi, Yerevan

 

Join Zoom Meeting

https://us02web.zoom.us/j/82924013418?pwd=TXZ3amk2ZXVzZXM1UzhmdUZ4OWFHdz09 

 

Meeting ID: 829 2401 3418

Passcode: 022944