FAQ

USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

18 მარტი 2024

USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის ორგანიზებითა და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 

სამუშაო შეხვედრამ ინტერაქტიულ რეჟიმში ჩაიარა და მისი მიმდინარეობისას მონაწილეებმა განიხილეს USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის ექსპერტის მიერ მომზადებული სამართლის დარგობრივი მახასიათებლის გზამკვლევი. 
ამასთან, შეხვედრაზე, სამართლის დარგობრივი მახასიათებლის შემდგომი განვითარების მიზნით, გამოითქვა შესაბამისი მოსაზრებები და რეკომენდაციები.

კლასტერული აკრედიტაციის ვადების გათვალისწინებით, სამართლის სფეროს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების უმრავლესობას კლასტერული აკრედიტაციის პროცესის გავლა უწევს 2026 წელს. შესაბამისად, სამართლის დარგობრივი მახასიათებლის განახლების მიზნით, ცენტრი შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვას დაიწყებს 2025 წლიდან.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ: განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა მარგიშვილი, USAID-ის, სამართლის სფეროს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის, კვალიფიკაციების განვითარებისა და იურიდიული სამსახურების  წარმომადგენლები.

USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა