FAQ

ბიომედიცინის/ბიოსამედიცინო მეცნიერებების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა გაიმართა

22 მარტი 2024

2024  წლის 21 მარტს, ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების ორგანიზებით, ელექტრონული პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით გაიმართა ბიომედიცინის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს  სხდომა, რომლის ფარგლებშიც საბჭომ დამსწრე წევრთა ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით მხარი დაუჭირა  ბიომედიცინის/ბიოსამედიცინო მეცნიერებების  უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის  ცენტრის დირექტორისთვის დასამტკიცებლად წარდგენას.  

 

საგულისხმოა, რომ აღნიშნული დარგობრივი მახასიათებლის შემუშავება მიზნად ისახავს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებით დამტკიცებული სწავლის სფეროების კლასიფიკატორის ფართო სფეროს ჯანდაცვა, სოციალური კეთილდღეობა (კოდი 09), დეტალურ სფეროში - ინტერდისციპლინური (კოდი 0988), 1-ელ სვეტში შემდეგი სწავლის სფეროს დამატებას: ბიომედიცინა /ბიოსამედიცინო მეცნიერებები Biomedicine/ Biomedical Sciences. 

ბიომედიცინის/ბიოსამედიცინო მეცნიერებების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა გაიმართა