2024 წლის 21 მარტს, ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების ორგანიზებით, ელექტრონული პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით გაიმართა ბიომედიცინის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა, რომლის ფარგლებშიც საბჭომ დამსწრე წევრთა ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით მხარი დაუჭირა ბიომედიცინის/ბიოსამედიცინო მეცნიერებების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის ცენტრის დირექტორისთვის დასამტკიცებლად წარდგენას.
საგულისხმოა, რომ აღნიშნული დარგობრივი მახასიათებლის შემუშავება მიზნად ისახავს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებით დამტკიცებული სწავლის სფეროების კლასიფიკატორის ფართო სფეროს ჯანდაცვა, სოციალური კეთილდღეობა (კოდი 09), დეტალურ სფეროში - ინტერდისციპლინური (კოდი 0988), 1-ელ სვეტში შემდეგი სწავლის სფეროს დამატებას: ბიომედიცინა /ბიოსამედიცინო მეცნიერებები Biomedicine/ Biomedical Sciences.