FAQ

ტრენინგი პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ

13 მარტი 2015


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ცენტრის თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე „პერსონალური მონაცემების დაცვა“. ტრენინგს უძღვებოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ტრენინგების მენეჯერი ნატალია მიქელაძე, რომელიც მონაწილეებს ესაუბრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის როლსა და მისიაზე, ორგანიზაციის დანიშნულებაზე, ასევე ტრენინგის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია პერსონალური მონაცემების არსის, მისი განსაკუთრებული კატეგორიის, მონაცემთა დამუშავების საფუძვლებისა და პრინციპების, მონაცემთა დამმუშავებლისა და უფლებამოსილი პირის ვალდებულებების შესახებ.


ტრენინგზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო განსხვავებას პერსონალურ მონაცემებსა და საჯარო ინფორმაციას შორის.

ტრენინგი პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ