პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ - თანამშრომლობითი ვიზიტებისთვის 2 ყველაზე აქტუალური თემის გამოვლენის პროცედურა
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აგრძელებს ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების შესაძლებლობების გაძლიერების მხარდაჭერას.
ხარისხზე ორიენტირებული კულტურისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების პრაქტიკის დანერგვის მიზნით, გრძელდება თანამშრომლობითი ვიზიტების მექანიზმის დანერგვა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებებისათვის, რომელიც ურთიერთშეფასებისა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარების გზით ხელს შეუწყობს თანამშრომლობის ქსელის ჩამოყალიბებასა და ხარისხზე ორიენტირებული საგანმანათლებლო დაწესებულების მხარდაჭერას.
თანამშრომლობითი ვიზიტების შედეგად მიღებული გამოცდილება ძალზედ სასარგებლო იქნება, როგორც მასპინძელი დაწესებულების ასევე, ვიზიტში მონაწილე კოლეგა, ვიზიტორი დაწესებულებებისთვის, რადგან აღნიშნული მექანიზმი აძლიერებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებს საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირების გზით.
საგულისხმოა, რომ თანამშრომლობით ვიზიტების სრულ პროცესს ფასილიტაციას გაუწევს ცენტრი.
თანამშრომლობით ვიზიტში მასპინძლის ან ვიზიტორის სტატუსით მონაწილეობა ნებაყოფლობითია. თანმშრომლობით ვიზიტს არ მოჰყვება სამართლებრივი შედეგი და თანაბრად სარგებლიანია, როგორც მასპინძელი ისე ვიზიტორი დაწესებულებების წარმომადგენელთათვის.
თანამშრომლობითი ვიზიტების მეთოდოლოგიის დეტალურად გასაცნობად გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://eqe.ge/ka/page/parent/1058/kolegialuri-vizitebi
2024 წელს იგეგმება 2 თანამშრომლობითი ვიზიტის გამართვა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის აქტუალურ და საინტერესო თემებზე.
ვიზიტების თემების შერჩევისას გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი:
თანამშრომლობითი ვიზიტებისთვის თემების შერჩევის მიზნით, ხმის მიცემა იწარმოებს 5 სამუშაო დღის ვადაში: 29.03.2024-დან- 04.04.2024-ის ჩათვლით;
თითოეულმა პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ კითხვარში წარმოდგენილთაგან არაუმეტეს 2 თემა უნდა შეარჩიოს;
ერთი დაწესებულების მხრიდან კითხვარის შევსებაში მონაწილეობს ერთი პირი;
გამარჯვებულად გამოვლინდება ორი თემა, რომლებიც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებენ. პირველი თანამშრომლობითი ვიზიტი გაიმართება იმ თემზე რომელიც ყველაზე მეტი ხმას დააგროვებს, ხოლო მე-2 ვიზიტი გაიმართება ხმის მიცემის პროცედურით მეორე ადგილზე გასულ თემაზე.
ხმების თანაბრად გადანაწილების შემთხვევაში, საკითხის პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, ცენტრი უფლებამოსილია თავად განსაზღვროს თემატიკების მიხედვით თანამშრომლობითი ვიზიტების რიგითობა.
თანამშრომლობითი ვიზიტებისთვის თემის გამოვლენის შემდგომ, ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე eqe.ge გამოცხადდება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების განაცხადების მიღება პირველი თანამშრომლობითი ვიზიტისთვის განსაზღვრულ თემაზე მასპინძელი დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით.
თანამშრომლობითი ვიზიტების 2 ყველაზე აქტუალური და საინტერესო თემის გამოვლენის მიზნით გთხოვთ ეწვიოთ ბმულს და შეავსოთ კითხვარი:
https://forms.office.com/e/Re5cmW5sQP