FAQ

სასწავლო გარემოსა და ტექნიკური აღჭურვილობის ნორმატივების ვალიდაციის პროცესი წარმატებით განხორციელდა

15 მარტი 2015



13 და 14 მარტს წარმატებით განხორციელდა პროფესიულ კავლიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში 38 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მოდულების დანერგვის მიზნით შექმნილი სასწავლო გარემოსა და ტექნიკური აღჭურვილობის ნორმატივების ვალიდაციის პროცესი. სპეციალურად ამ ღინისძიებისათვის გარმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციამ პროფესიული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ჩამოყვანა უზრუნველყო. პროცესში დაინტერესებულ მხარეთა - პროფესიული კავშირების გაერთიანების, დამსაქმებელთა გაერთიანებების, საჯარო და კერძო კოლეჯების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების, დარგობრივი სამინისტროების, განათლების და მეცნიერების სამინისტროსა და მასში შემავალი უწყებების წარმომადგენლები, ასევე დამოუკიდებელი ექსპერტები და სპეციალისტები მონაწილებდნენ.

ღონისძიებას სპეციალური ბრიფინგი მიეძღვნა, რომელშიც განათლებისა და მეცენიერების მინისტრის პირველი მოადგილე, ქეთევან ნატრიაშვილი მონაწილეობდა. შთამბეჭდავი მოცულობის და მაღალი ხარისხის სამუშაოა შესრულებული, მრავალმხრივადაა პროცესები გააზრებული. მრავალ ქვეყანაში გაგვაჩნია მსგავსი პროექტების განხორციელების გამოცდილება. თუმცა, დღევანდელი პროცესი მასში ჩართულ მხარეთა მასშტაბით და მონაწილეთა განსაკუთრებული ენთუზიაზმითაა გამორჩეული. ეს საბოლოო მიზნის წარმატებით მიღწევის საწინდარია - აღნიშნეს გერმანელმა ექსპერტებმა პროცესის შეფასებისას.

სასწავლო გარემოსა და ტექნიკური აღჭურვილობის ნორმატივების ვალიდაციის პროცესი წარმატებით განხორციელდა