FAQ

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა

განცხადების ატვირთვის თარიღი: 8 აპრილი 2024

2024 წლის 16 აპრილი,  14:00 საათი     

 

დღის წესრიგი: 

 

  1. შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის "ვებ და მულტიმედიური პროექტის ტექნოლოგიები და მართვა" სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე განხორციელებული არაგეგმური მონიტორინგის შედეგების განხილვა.

  2. სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის “კომპიუტერული მეცნიერებები” სადოქტორო პროგრამასთან დაკავშირებით საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიშის საკითხის განხილვა. 

  3. სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის "ნავთობისა და გაზის მოპოვება, ტრანსპორტირებისა და შენახვის ტექნიკა და  ტექნოლოგიების" სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე განხორციელებული გეგმური მონიტორინგის შედეგების განხილვა.

  4. სსიპ - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი "საქართველოს ისტორიის" სადოქტორო  პროგრამასთან დაკავშირებით საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიშის საკითხის განხილვა. 

  5. სსიპ - თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის "არქიტექტურის" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე განხორციელებული არაგეგმური მონიტორინგის შედეგების განხილვა.

  6. სსიპ - თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის "გარემოს დიზაინის" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე განხორციელებული არაგეგმური მონიტორინგის შედეგების განხილვა.

     

საბჭოს სხდომის ეფექტური ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზების მიზნით, საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ ჩართვა Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით. სხდომის დაწყებამდე ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება Zoom-ის ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს, ჩაერთოს სხდომას ონლაინ რეჟიმში. 


შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით 

 

 

 

 

Join Zoom Meeting

https://us02web.zoom.us/j/85112301947?pwd=NStDQVNYbUpiWEpLdG5XTHpmSkZFZz09

 

Meeting ID: 851 1230 1947

Passcode: 493057