პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მოდულურ პროგრამებზე მუშაობა გრძელდება. მას შემდეგ, რაც 2014 წელს 62 მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროექტი შეიქმნა, მიმდინარე წელს პროგრამის ფარგლებში გაგრძელდა მუშაობა ახალ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე. ამ მიზნით მიმდინარე წელს 40-მდე დარგისა და განათლების ფასილიტატორი გადამზადდა, ხოლო 20 ახალ პროგრამაზე სამუშაო ჯგუფების შეხვედრები დასრულდა. ტრენინგები და პროგრამებზე მუშაობა მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.
გარდა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პროექტების მომზადებისა, პროგრამა ინტენსიურად მუშაობს მოდულური პროგრამების დანერგვის სხვა მნიშვნელოვან კომპონენტებზე, როგორებიცაა სასწავლო გარემო და ტექნიკური აღჭურვილობის ნორმატივები, საგანმანათლებლო რესურსების განვითარება და სხვა. მიმდინარეობს ინტენსიური თანამშრომლობა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან.
მიმდინარე წელს საჯარო და კერძო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველი მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები დაინერგება.