2024 წლის 30 აპრილი, 14:00 საათი,
დღის წესრიგი:
1. სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
2. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
3. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის" სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე განხორციელებული მონიტორინგის შედეგების განხილვა;
4. სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის - "ინფორმაციული ტექნოლოგიები ბირთვულ ინჟინერიაში" - აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
5. სსიპ - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის "ქართველური ენათმეცნიერების" სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე აკრედიტაციის საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა;
6. სსიპ - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის "ქართული ფილოლოგიის" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე აკრედიტაციის საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა;
7. სსიპ - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,ქართული ლიტერატურის ისტორიის“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე აკრედიტაციის საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა;
Join Zoom Meeting
https://us02web.zoom.us/j/86834092411?pwd=TkxFL0JrTmkwRUdMNHllZTBROHZwUT09
Meeting ID: 868 3409 2411
Passcode: 730117
საბჭოს სხდომის ეფექტური ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზების მიზნით, საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ ჩართვა Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით. სხდომის დაწყებამდე ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება Zoom-ის ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს, ჩაერთოს სხდომას ონლაინ რეჟიმში.
შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით