FAQ

PROFFORMANCE+ პროექტის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართება

24 აპრილი 2024

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აქტიურად აგრძელებს უმაღლესი განათლების სივრცეში ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის მიზნებისა და პრინციპების პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობას, განსაკუთრებით კი - სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით.

 

აღნიშნული მიზნების რეალიზების ფარგლებში, ცენტრი აქტიურად მონაწილეობს PROFFORMANCE+ პროექტში, რომლის მთავარი ორიენტირია სწავლისა და სწავლების ხარისხის გაძლიერება რომის კომუნიკეში გამოხატულ პრიორიტეტებზე აქცენტირებით.

 

შესაბამისად, გაცნობებთ, რომ PROFFORMANCE+ პროექტის ფარგლებში, სწავლა-სწავლების მეთოდოლოგიების თაობაზე ორგანიზებული სემინარების სერიის მორიგი შეხვედრა დისტანციური ფორმით ჩატარდება 2024 წლის 16 მაისს.  

 

სემინარის თემაა - „ინტერნაციონალიზაცია უმაღლეს განათლებაში - სწავლისა და სწავლების ინოვაციური პრაქტიკის გაძლიერება საზღვრებს გარეთ“. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაზიარდება სწავლების რამდენიმე ინოვაციური პრაქტიკა PROFFORMANCE-ის სწავლების საუკეთესო პრაქტიკების ბაზიდან.

 

შეხვედრის მონაწილეებს, ასევე, შეუძლიათ, მიიღონ ინფორმაცია 2024-2025 წლების უმაღლესი განათლების ჯილდოს საერთაშორისო კონკურსის თაობაზე, რომელიც გამოცხადდება შემოდგომაზე, როგორც PROFFORMANCE+ პროექტის ნაწილი.

 

სემინარი ჩატარდება დისტანციურ რეჟიმში, Zoomპლატფორმის გამოყენებით,  ცენტრალური ევროპის დროით 14:00 საათიდან 16:00 საათამდე.

 

შეხვედრის სამუშაო ენა - ინგლისური.

 

დეტალური ინფორმაციისათვის შეგიძლიათ, ეწვიოთ შემდეგ ბმულს: https://profformance.eu/en/internationalisation-in-higher-education

ღონისძიებაზე რეგისტრაციისთვის შესაძლებელია, გამოიყენოთ აღნიშნული ბმული: რეგისტრაცია

რეგისტრაციის დასრულების თარიღი: 15 მაისი, 2024წელი.

 

PROFFORMANCE+ პროექტის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართება