მიმდინარე წლის 26 აპრილს ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, ელექტრონული პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით, გაიმართა საექთნო საქმის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა. საბჭომ იმსჯელა საექთნო საქმის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის შემუშავებასთან დაკავშირებით.