FAQ

შეხვედრა უსდ-ების წარმომადგენლებთან რეესტრის წარმოებასთან დაკავშირებით

20 მარტი 2015


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით 20 მარტს ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა რეესტრის წარმოების საკითხებს მოიცავდა.

ცენტრის რეესტრის წარმოების სამმართველოს თანამშრომლები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს ესაუბრნენ რეესტრის და მასში არსებული ინფორმაციის შესახებ. ასევე, შეხვედრაზე განიხილეს რეესტრზე დაყრდნობით განხორციელებული პროცესების (მობილობა, სახელმწიფო/სასწავლო გრანტები და ა.შ.) ადმინისტრირებაში გამოვლენილი ხარვეზები.

შეხვედრას 72 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.