განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, კახაბერ ერაძემ ევროპის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამდივნოს მოწვევით, ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებს შორის გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლებისა და მისი ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებს ეხებოდა.
მსგავსი ღონისძიებები ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის სისტემატურად იმართება და მასში როგორც წესი, მხოლოდ წევრი ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
წელს საქართველო პირველად იქნა მიწვეული აღნიშნულ ღონისძიებაზე და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაცნობისა და გაზიარების მიზნით გამართულ ცხრა მომხსენებელს შორის ერთ-ერთი იყო.
მნიშვნელოვანია, რომ დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლებისა და მისი ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებში, ქართული გამოცდილება ორგანიზატორებმა სისტემური მიდგომის კარგ მაგალითად დაასახელეს.