FAQ

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრმა ERASMUS+-ის პროგრამის დაფინანსება მოიპოვა

«აპრილი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234
567891011
2 მაისი 2024

სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მოიპოვა ERASMUS+-ის პროგრამის დაფინანსება საპროექტო განაცხადზე - „საქართველოს კვალიფიკაციის ეროვნული ჩარჩოს განხორციელების შესაძლებლობების გაძლიერება რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების პროცესების საშუალებით“.  

 

პროექტის ძირითადი მიზანია საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს ჰარმონიზაცია ევროპულ კვალიფიკაციების  ჩარჩოსთან. 

 

პროექტის წარმატებული განხორციელება უზრუნველყოფს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

 

პროექტის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირების და თვითსერტიფიცირების მიზნით,  2026 წლის გაზაფხულისათვის, მომზადდება თვითშეფასების დოკუმენტი ეროვნული და საერთაშორისო ექსპერტების აქტიური ჩართულობით და ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით.

 

პროექტის წარმატებით განხორციელება, ასევე, უზრუნველყოფს  სემინარებისა და საჯარო განხილვების გზით დაინტერესებული მხარეების ინფორმირებულობის ხარისხის გაზრდას განათლების ქვესისტემებისა (ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი)  და ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს დანიშნულებისა და მნიშვნელობის შესახებ.