21 მარტს საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ინიციატივით კერძო კოლეჯების 50-მდე წარმომადგენელი პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროექტის მენეჯერს შეხვდა.
შეხვედრის მთავარი თემა მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვისათვის მზადების პროცესი და კოლეჯების მოლოდინები იყო.
კოლეჯების წარმომადგენლებს მიეწოდათ სრული ინფორმაცია როგორც დაგეგმილი სამართლებრივი, ასევე პროგრამული, ინფრასტურქტურული, საგანმანათლებლო რესურსებისა და ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.
ასოციაციის წარმომადგენლებმა პოზიტიურად შეაფასეს განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობები და პროცესებში კვლავაც აქტიური ჩართულობის სურვილი გამოხატეს.