FAQ

ვეტერინარიის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა გაიმართა

15 მაისი 2024

მიმდინარე წლის 15 მაისს, ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა ცენტრის დირექტორის 2024 წლის 5 მარტის N 271098 ბრძანებით დამტკიცებული ვეტერინარიის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა. საბჭომ იმსჯელა ცენტრის დირექტორის 2018 წლის 3 იანვრის N9 ბრძანებით დამტკიცებული ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის  განახლებასთან დაკავშირებით. 

ვეტერინარიის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა გაიმართა