მიმდინარე წლის 16 მაისს ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, ელექტრონული პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით, გაიმართა საჰაერო ხომალდის მართვის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს პირველი სხდომა. საბჭომ იმსჯელა საჰაერო ხომალდის მართვის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის შემუშავებასთან დაკავშირებით.