მიმდინარე წლის 31 მაისს, ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა ცენტრის დირექტორის 2024 წლის 5 მარტის N 271098 ბრძანებით დამტკიცებული ვეტერინარიის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა. საბჭომ იმსჯელა ცენტრის დირექტორის 2018 წლის 3 იანვრის N9 ბრძანებით დამტკიცებული ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის განახლებასთან დაკავშირებით.