FAQ

ცენტრმა მონაწილეობა მიიღო თსუ-ის მიერ ორგანიზებულ პროფესიული განათლების კონფერენციაში

3 ივნისი 2024

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ კახაბერ ერაძემ, მონაწილეობა მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ორგანიზებით გამართულ პროფესიული განათლების I კონფერენციაში - ,,პროფესიული განათლება - ახალი შესაძლებლობა კარიერულ წინსვლაში”.


კონფერენციის მიზანი იყო პროფესიული განათლების მნიშვნელობის, გამოწვევების, სიახლეებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობების შესახებ მსჯელობა.


"თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გამორჩეულია თავისი მიდგომებით პროფესიული განათლების მიმართ, რასაც ადასტურებს სამაგისტრო თუ სადოქტორო პროგრამები ამ მიმართულებით და, რაც მთავარია, პროფესიული განათლების ცენტრი, სადაც მსურველები ეუფლებიან პროფესიულ განათლებას. პროფესიული განათლება არ არის მხოლოდ სასწავლო პროცესი. ეს არის უკუკავშირი და  ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა, რაც გულისხმობს, რომ განვლილი გზა ერთგვარად შევაჯამოთ და მომავალში კიდევ მეტი გავაკეთოთ. ვფიქრობ, მსგავსი ტიპის ღონისძიებები ხარისხიანი სწავლების მიწოდებასთან ერთად პროფესიული განათლების პოპულარიზაციას ემსახურება“- აღნიშნა კახაბერ ერაძემ.


კონფერენციაში მონაწილეობდნენ, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს, პროფესიული უნარების სააგენტოს, პროფესიული განათლების ცენტრის ადმინისტრაციული პერსონალისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.  ასევე, პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტები,  კურსდამთავრებულები და მასწავლებლები.

ცენტრმა მონაწილეობა მიიღო თსუ-ის მიერ ორგანიზებულ პროფესიული განათლების კონფერენციაში