განცხადების ატვირთვის თარიღი: 10 ივნისი 2024
2024 წლის 13 ივნისი, 14:00 საათი
დღის წესრიგი
- შპს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის "ტურიზმის" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
- Შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის "ინგლისური ენისა და ლიტერატურის" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
- სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის "არქეოლოგიის" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამასთან დაკავშირებით საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიშის საკითხის განხილვა;
- სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის "შავიზღვისპირეთისა და კავკასიის ანტიკური არქეოლოგიის" სამაგისტრო პროგრამასთან დაკავშირებით საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიშის საკითხის განხილვა;
- სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის "ისტორიის" სამაგისტრო პროგრამასთან დაკავშირებით საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიშის საკითხის განხილვა;
საბჭოს სხდომის ეფექტური ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზების მიზნით, საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ ჩართვა Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით. სხდომის დაწყებამდე ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება Zoom-ის ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს, ჩაერთოს სხდომას ონლაინ რეჟიმში.
Join Zoom Meeting
https://us02web.zoom.us/j/83879323499?pwd=z0FgW1U1OG3jDuwwVusA3Z3zIEguSZ.1
Meeting ID: 838 7932 3499
Passcode: 087151
შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით. "