განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, 2024 წლის 11 ივნისს, გაიმართა მენეჯმენტის და ადმინისტრირების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა. Საბჭომ განიხილა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ინიცირებული "ბიზნესის ანალიტიკის" და "მენეჯმენტის ინფორმაციული სისტემების" უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლების პროექტები.