FAQ

საბავშვო ბაღების ავტორიზაციის ექსპერტებთან კურიკულუმის მიმართულებით სამუშაო შეხვედრების ციკლი გაიმართა

26 ივნისი 2024

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხის განვითარების ქვეპროგრამის ფარგლებში, კურიკულუმის მიმართულებით, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტების ახალი ნაკადისთვის სამუშაო შეხვედრების ციკლი გაიმართა.

 

სამდღიანი სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავდა: ექსპერტების შესაძლებლობების გაძლიერებას და ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებულ ინფორმირებულობის გაზრდას; ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის საკანონმდებლო ჩარჩოსა და მეთოდოლოგიური დოკუმენტების , რეგულაციებისა და კურიკულუმის ჩარჩოს გაცნობას; სტანდარტის კომპონენტებისა და სტანდარტის შეფასების პრინციპების გაცნობას. ასევე, კურიკულუმი “თამაშის“ შეფასებას ავტორიზაციის სტანდარტების მიხედვით.

 

სამუშაო შეხვედრების ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს თეორიული საკითხები და პრაქტიკული მაგალითები, წარიმართა დისკუსია და გაიმართა კითხვა-პასუხის სესია.

 

შეხვედრები ციკლს უძღვებოდნენ ცენტრის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლები და ადრეული და სკოლამდელი განათლების დარგში მოწვეული ტრენერი თამარ საღინაძე.

 

აღსანიშნავია, რომ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განაგრძობს ბაღების ავტორიზაციის პროცესში დაწესებულებების აქტიურ ხელშეწყობას - ტრენინგების, სამუშაო შეხვედრების, მეთოდოლოგიური მასალების მომზადებისა და სხვადასხვა აქტივობების განხორციელებით.

საბავშვო ბაღების ავტორიზაციის ექსპერტებთან კურიკულუმის მიმართულებით სამუშაო შეხვედრების ციკლი გაიმართა