FAQ

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა

განცხადების ატვირთვის თარიღი: 2 ივლისი 2024

2024 წლის 9 ივლისი, 14:00 საათი,

 

დღის წესრიგი:

 

  1. სსიპ - თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ,,ტექსტილის დიზაინის’’ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
  2. სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის "სასურსათო ტექნოლოგიის"  საბაკალავრო  საგანმანათლებლო პროგრამისთვის აკრედიტაციის საბჭოს მიერ გაცემული  რეკომენდაციების შესრულების შესახებ წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა;

  3. სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ,,არქეოლოგიის’’ საბაკალავრო  საგანმანათლებლო პროგრამისთვის აკრედიტაციის საბჭოს მიერ გაცემული  რეკომენდაციების შესრულების შესახებ წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა;

  4. სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,ისტორიის’’ საბაკალავრო  საგანმანათლებლო პროგრამისთვის აკრედიტაციის საბჭოს მიერ გაცემული  რეკომენდაციების შესრულების შესახებ წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა.

  5. შპს ალტეს უნივერსიტეტის ,,კომპიუტერული მეცნიერების“ საბაკალავრო  საგანმანათლებლო პროგრამისთვის აკრედიტაციის საბჭოს მიერ გაცემული  რეკომენდაციების შესრულების შესახებ წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა;

  6. შპს ალტეს უნივერსიტეტის ,,კომპიუტერული მეცნიერების“ ინგლისურენოვანი საბაკალავრო  საგანმანათლებლო პროგრამისთვის აკრედიტაციის საბჭოს მიერ გაცემული  რეკომენდაციების შესრულების შესახებ წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა.


 

საბჭოს სხდომის ეფექტური ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზებისთვის სხდომა ჩატარდება დისტანციურად, ონლაინ,  Zoom პროგრამის/ აპლიკაციის საშუალებით. სხდომის დაწყებამდე ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება Zoom  შეხვედრის მისამართი და საჭირო მონაცემები, რომლითაც  ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს, რომ დისტანციურად ჩაერთოს განხილვის პროცესში.

 

https://us02web.zoom.us/j/85801845226?pwd=bhbLATHT0paVLtjpB74r8bK3bOGOdN.1

 

შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით.