FAQ

27 მოდულური პროგრამის შექმნის მიზნით სემინარები დაიწყო

4 აპრილი 2015


4 აპრილს პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 27 მოდულური პროგრამის შექმნის მიზნით სემინარები დაიწყო, რისთვისაც 60-მდე დარგისა და განათლების ფასილიტატორი მარტში გადამზადდა. სემინარებში დარგობრივი ასოციაციების, ბიზნესისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების 150-ზე მეტი წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. ინტენსიური სამუშაო პროცესი ივნისში დასრულდება. 

პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დღეისათვის შექმნილია კომპეტენციებზე დაფუძნებული სწავლების პრინციპზე აგებული 90-მდე ახალი მოდულური საგანმანათლებლო პროგრამაა, რომელთა ნაწილი მიმდინარე წელს დაინერგება.

27 მოდულური პროგრამის შექმნის მიზნით სემინარები დაიწყო