მიმდინარე წლის 4 ივლისს, ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, გაიმართა ცენტრის დირექტორის 2024 წლის 11 აპრილის N418069 ბრძანებით დამტკიცებული მევენახეობა და მეღვინეობის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მეხუთე სხდომა. საბჭომ იმსჯელა მევენახეობა და მეღვინეობის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტთან დაკავშირებით და ერთხმად დაუჭირა მხარი, აღნიშნული დოკუმენტის ცენტრის ვებ- გვერდზე საჯარო განხილვისთვის განთავსებას.