განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ბაღების დიაგნოსტიკური თვითშეფასების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში, კვების მიმართულებით, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტებისათვის სამუშაო შეხვედრები გაიმართა.
სამდღიანი სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავდა ავტორიზაციის ექსპერტების შესაძლებლობების გაძლიერებას ავტორიზაციის პროცედურულ და შინაარსობრივ საკითხებთან დაკავშირებით, ასევე, მეთოდოლოგიური დოკუმენტების/ინსტრუმენტებისა და შეფასების სისტემის გაცნობას.
სამუშაო შეხვედრების ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს თეორიული საკითხები, კერძოდ საავტორიზაციო ვიზიტისთვის მოსამზადებელი ფაზის ეტაპები და კვების რეგულირების მექანიზმის შეფასება. ასევე, შეხვედრის დროს განიხილეს პრაქტიკული ქეისები, პრე და პოსტ ტესტები.
სამუშაო შეხვედრები ჩატარდა შერეულ ფორმატში ონლაინ და პირისპირ შეხვედრით, რომლის დროსაც მონაწილეების აქტიური ჩართულობით გაიმართა დისკუსია და კითხვა-პასუხის სესია.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განაგრძობს საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესში დაწესებულებების ხელშეწყობის პროექტებს, შეხვედრებს, ტრენინგებს და სხვა აქტივობებს.