FAQ

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა

განცხადების ატვირთვის თარიღი: 16 ივლისი 2024

2024  წლის 23 ივლისი,  14:00 საათი       

 

დღის წესრიგი

 

  1. შპს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის „საექთნო საქმის" ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
  2. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის "ორგანიზაციული და პერსონალური განვითარების" სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან“ და „სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან“ შესაბამისობის თაობაზე წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა;
  3. სსიპ აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის „ლანდშაპტური არქიტექტურის“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე განხორციელებული არაგეგმიური მონიტორინგის საკითხის განხილვა;
  4. შპს სულხან - საბა ორბელიანის უნივერსიტეტის „საჯარო მმართველობის“ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამისთვის აკრედიტაციის საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე წარმოდგენილი ანგარიშის   განხილვა;
  5. შპს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის “დიპლომირებული სტომატოლოგის” ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამისთვის აკრედიტაციის საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე წარმოდგენილი ანგარიშის   განხილვა; 

 

 

საბჭოს სხდომის ეფექტური ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზების მიზნით, საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ ჩართვა Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით. სხდომის დაწყებამდე ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება Zoom-ის ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს, ჩაერთოს სხდომას ონლაინ რეჟიმში.  


შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით  

 

HEI Authorization is inviting you to a scheduled Zoom meeting.

 

Topic: 23 ივლისის აკრედიტაციის საბჭოს სხდომა

Time: Jul 23, 2024 02:00 PM Baku, Tbilisi, Yerevan

 

Join Zoom Meeting

https://us02web.zoom.us/j/9931080447?pwd=vB1ofF6G3JcAZsyD81OMuVtrcWfbqX.1&omn=85052825910

 

Meeting ID: 993 108 0447

Passcode: 49dx90