FAQ

ევროპის ხარისხის მართვის ფონდის პრეზენტაცია

21 აპრილი 2015


16 აპრილს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ევროპის ხარისხის მართვის ფონდის წარმომადგენელმა დოქტორმა სუზან ქალდშმიტმა მოდელის „გზა სრულყოფისაკენ“ პრეზენტაცია გამართა. მოდელი ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით ფართოდ დანერგილი სისტემაა ორგანიზაციული მენეჯმენტის განვითარებისა და სრულყოფის კუთხით. პრეზენტაცია მოიცავდა ანგარიშს საქართველოს ექვს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოდელის დანერგვის პროცესის თაობაზე. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის (GIZ) ხელშეწყობით, გასული წლიდან მოდელის - „გზა სრულყოფისაკენ“ - დანერგვა წარმატებით ხორციელდება სამ საჯარო და სამ კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებაში: საზოგადოებრივ კოლეჯებში „სპექტრი“, „ოპიზარი“, „ახალი ტალღა“, „გეორგია“, ბათუმის საზოგადოებრივ აკადემიაში და საქართველოს ბიზნესის აკადემიაში-SBA.

ევროპის ხარისხის მართვის ფონდის პრეზენტაცია