FAQ

ვეტერინარიის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მე-7 სხდომა გაიმართა

22 ივლისი 2024

მიმდინარე წლის 19 ივლისს, ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა ცენტრის დირექტორის 2024 წლის 5 მარტის N 271098 ბრძანებით დამტკიცებული ვეტერინარიის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა. საბჭომ იმსჯელა ცენტრის დირექტორის 2018 წლის 3 იანვრის N9 ბრძანებით დამტკიცებული ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის  განახლების თაობაზე და მიიღო გადაწყვეტილება დარგობრივი მახასიათებლის განახლებული პროექტის ცენტრის ვებ-გვერდზე საჯარო განხილვისთვის განთავსებასთან დაკავშირებით.

 

ვეტერინარიის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მე-7  სხდომა გაიმართა