განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, 2024 წლის 18 ივლისს, გაიმართა მედიცინის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მე-5 სხდომა. საბჭომ იმსჯელა მედიცინის ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საუნივერსიტეტო/აფილირებული კლინიკების მონიტორინგის სისტემის შემუშავებასთან დაკავშირებით.