20 აპრილს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციისა და პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის თანამშრომლობით ტურიზმისა და მასპინძლობის მიმართულების რვა პროგრამის სრულყოფის მიზნით სამუშაო შეხვედრები დაიწყო. პროცესს გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი მასპინძლობს და მასში დარგის ათობით ექსპერტი და მასწავლებელია ჩართული. ტურიზმისა და მასპინძლობის მიმართულება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, ამიტომაც გერმანული მხარის დაინტერესება მათ მიმართ მაღალია. საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადობის უზრუნველსაყოფად მაისში, ტურიზმის სფეროს გერმანელი ექსპერტების მონაწილეობით დასრულებული მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების ვალიდაცია განხორციელდება.