მიმდინარე წლის 26 ივლისს, ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, ელექტრონული პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით, გაიმართა საექთნო საქმის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მეხუთე სხდომა. საბჭომ იმსჯელა საექთნო საქმის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის შემუშავებასთან დაკავშირებით.