FAQ

ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივი მახასიათებლის საჯარო განხილვა გაიმართა

12 აგვისტო 2024

მიმდინარე წლის 9 აგვისტოს, ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა ცენტრის დირექტორის 2024 წლის 5 მარტის N 271098 ბრძანებით დამტკიცებული ვეტერინარიის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს  N8 სხდომა. საბჭომ იმსჯელა ცენტრის დირექტორის 2018 წლის 3 იანვრის N9 ბრძანებით დამტკიცებული, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის   განახლებული პროექტის გაუმჯობესების მიზნით წარმოდგენილი წინადადებების შესახებ. 

ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის  დარგობრივი მახასიათებლის  საჯარო განხილვა გაიმართა