FAQ

სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სემინარი გაიმართა

22 აპრილი 2015


21 აპრილს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციისა (GIZ) და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ინიციატივით სასურსათო უსაფრთხოებისა და ქიმიური ლაბორატორიების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული პროფესიული კვალიფიკაციების საკითხებში სემინარი გაიმართა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ნანი კუციავამ, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელმა, პროგრამის ფასილიტატორმა ხათუნა კახიანმა და საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრის“ წარმომადგენელმა ქეთევან ხომერიკმა აღნიშნული კვალიფიკაციების მქონე სპეციალისტთა მომზადების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ გააკეთეს პრეზენტაციები.
დარგის გერმანელმა ექსპერტმა, დოქტორმა თომას კნეპერმა წარმოადგინა პრეზენტაცია სფეროში არსებული აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაციების და კურიკულუმების სტრუქტურის შესახებ.

პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის მენეჯერმა კახაბერ ერაძემ გერმანულ მხარეს მომავალში თანამშრომლობა სთხოვა ლაბორატორიების სფეროში პროფესიულ კვალიფიკაციათა იდენტიფიცირების, პროფესიული სტანდარტების და პროგრამების მომზადების და მათი ვალიდაციის საკითხებში.

სემინარს სახელმწიფო უწყებების, მოქმედი ლაბორატორიების, უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების 50-ზე მეტი ქართველი, აზერბაიჯანელი და სომეხი სპეციალისტი ესწრებოდა.

სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სემინარი გაიმართა