2015 წლის 30 აპრილს, 11 საათზე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში (მის: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. №1) გაიმართება შეხვედრა, რომელზეც განსახილველად წარომდგენილი იქნება სსიპ-ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივა - ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დანართ №4-ით განსაზღვრულ დარგის/სპეციალობის სვეტში ახალი დარგის, „ჯანმრთელობის მეცნიერებების“ და ქვედარგის/სპეციალიზაციის სვეტში სპეციალიზაციის, „ენისა და მეტყველების თერაპიის“, დამატებების თაობაზე.
დაინტერესებულ პირებს, რომლებსაც გსურთ განხილვაში მონაწილეობის მიღება, გთხოვთ მომართოთ ცენტრს არაუგვიანეს 29 აპრილისა შემდეგ ტელეფონებზე: 2200220 (3509); 577278843 ან მოგვწეროთ ელფოსტაზე - info@eqe.ge.