24 აპრილს მოდულების ავტორებმა პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შექმნილი ზოგადი კომპეტენციების განმავითარებელი მოდულების პრეზენტაციები გაიმართეს.
ღონისძიებამ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების წარმომადგენელთა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, რასაც 70-ზე მეტი პროფესიული განათლების მასწავლებელი და ადმინისტრაციის წარმომადგენელი დაესწრო.
მოდულების ავტორებმა ისაუბრეს თითოეული მოდულის მიზნებზე, მისაღწევ სწავლის შედეგებზე, სწავლებისა და შეფასების რეკომენდებულ მიდგომებზე და მოდულის განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე, უპასუხს აუდიტორიის შეკითხვებს.
მოდულებმა საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელთა მაღალი შეფასება დაიმსახურეს.