« | მაისი 2025 | » | ||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
28 | 29 | 30 | 1 | 2 | 3 | 4 |
5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | 1 |
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის რეესტრის სამმართველოს ორგანიზებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის 22 აპრილიდან ტარდება ტრენინგების ციკლი თემაზე „რეესტრის წარმოების წესი“. ტრენინგის მიზანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის საგანმანათლებლო რეესტრის მნიშვნელობის და დანიშნულების გაცნობა. მონაწილეები მოისმენენ რეესტრის წარმოების წესის თეორიულ ნაწილს, ასევე შეასრულებენ პრაქტიკულ სავარჯიშოებს.
ტრენინგები 15 მაისის ჩათვლით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და შპს სასწავლო ეროვნულ უნივერსიტეტში ჩატარდება.