მიმდინარე წლის 19 სექტემბერს, ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, ელექტრონული პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით, გაიმართა საჰაერო ხომალდის მართვის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მესამე სხდომა. საბჭომ იმსჯელა საჰაერო ხომალდის მართვის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის შემუშავებასთან დაკავშირებით.