FAQ

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის განრიგი დამტკიცდა!

19 სექტემბერი 2024

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების კანონით განსაზღვრული  დაწესებულებების ავტორიზაციის გავლის განრიგი დამტკიცებულია.


2022 წელს კანონში შესული ცვლილებების საფუძველზე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციისთვის დადგინდა გარდამავალი პერიოდი 2030 წლის 1 იანვრამდე. ამავე ცვლილებით, საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განესაზღვრა ვალდებულება არაუგვიანეს 2024 წლის 1 ოქტომბრისა მინისტრის ბრძანებით - ავტორიზაციის გავლის განრიგისა და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის/სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების განრიგის დამტკიცების შესახებ. 


დამტკიცებული განრიგის საფუძველზე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომში - ცენტრი) დირექტორის ბრძანებით დამტკიცდა ავტორიზაციის გავლის ადმინისტრაციული წარმოებების 2025 წლის წლიური გეგმა.
მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ განრიგში ასახულია რეგისტრირებული დაწესებულებებისთვის ავტორიზაციის განაცხადის გაკეთების და ხარისხის გარე უზრუნველყოფის პროცესის დასრულების პერიოდი 2025 წლიდან 2029 წლამდე, ხოლო ცენტრის დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ გეგმაში განსაზღვრულია კონკრეტულად იმ დაწესებულებების ჩამონათვალი, რომლებიც 2025 წელს გაივლიან პროცესს. 

 

ბრძანება - ავტორიზაციის განრიგი

ბრძანება - წლიური გეგმა 2025

დანართი - ავტორიზაციის გავლის ადმინისტრაციული წარმოებების 2025 წლის წლიური გეგმა

დანართი №1 - ავტორიზაციის გავლის განრიგი

დანართი №2 - პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების განრიგი

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის განრიგი დამტკიცდა!