FAQ

სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის რიგით III შეხვედრა გაიმართა

20 სექტემბერი 2024

მიმდინარე წლის 20 სექტემბერს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მონიტორინგის ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

კლასიფიკატორის მონიტორინგი გულისხმობს კლასიფიკატორის მართვისა და განვითარების პროცესის პერიოდულ შემოწმებას, თუ როგორ ხორციელდება განათლების ერთიან სისტემაში ინტეგრირებისთვის კლასიფიკატორის დანერგვა, სწავლის სფეროს/სფეროების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების შემუშავება და განვითარება და კვალიფიკაციის/კვალიფიკაციების ხარისხის უზრუნველყოფა. აღნიშნული პროცესი ხუთ წელიწადში ერთხელ ხორციელდება. პროცესის ეფექტიანობისთვის ცენტრმა ყველა დაინტერესებულ მხარეს მიმართა - სწავლის სფეროების კლასიფიკატორის განვითარების მიზნით,  წარმოედგინათ მოსაზრებები.

 

შეხვედრაზე მონიტორინგის ჯგუფმა  კლასიფიკატორთან მიმართებით წარმოდგენილი ყველა წინადადება განიხილა, შეიმუშავეს რეკომენდაციები და  მონიტორინგის გეგმის შესაბამისად  განსაზღვრეს შემდგომი სამუშაო პროცესი.

 

სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები  აისახება მონიტორინგის ანგარიშის პროექტში, რომელიც შემდგომ საჯარო განხილვაზე განთავსდება.