2024 წლის მეორე თანამშრომლობითი ვიზიტისთემაზე: „შუალედური შეფასების ორგანიზება",გამოვლინდა მასპინძელი დაწესებულება.
თანამშრომლობითი ვიზიტის მასპინძლობაზე განაცხადი გააკეთა ერთმა პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ − სსიპ - კოლეჯმა მერმისმა, რომელიც თანამშრომლობითი ვიზიტების მეთოდოლოგიის შესაბამისად განისაზღვრა თანამშრომლობითი ვიზიტის მასპინძელ დაწესებულებად.
თემაზე: „შუალედური შეფასების ორგანიზება"ცენტრი იწყებს მეორე თანამშრომლობითი ვიზიტისვიზიტორი დაწესებულების სტატუსის მოპოვების მსურველი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების განაცხადების მიღებას.
ვიზიტისთვის განსაზღვრულ თემასთან დაკავშირებით მასპინძელ დაწესებულებას ვიზიტორი დაწესებულებისგან უკუკავშირის მიღება სურს შემდეგი საკითხებთან დაკავშირებით:
1. შუალედური შეფასების ორგანიზების თავისებურებები, რისკები, დადებითი მხარეები, პროცედურები;
2. შუალედური შეფასების მოსამზადებელი პროცესი, ჩატარება, ვერიფიკაცია;
3. შუალედური შეფასების როლი სწავლების ხარისხის ამაღლებისთვის, პროგრამის შეფასებისათვის, საკვალიფიკაციო გამოცდის წარმატებულად ჩატარებისთვის .
ვიზიტორობის მსურველმა დაწესებულებამ 2024 წლის 30 სექტემბრიდან - 4 ოქტომბრის ჩათვლით, ელექტრონული ფოსტის მისამართზე: peer.visit@eqe.ge უნდა გამოაგზავნოს თანამშრომლობითი ვიზიტების მეთოდოლოგიის - დანართი N3-ით გათვალისწინებული სრულყოფილად შევსებული ფორმა.
ვიზიტორი დაწესებულება საკუთარი გამოცდილებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, გააზიარებს თავის ან მის მიერ მოძიებულ საუკეთესო პრაქტიკასდა გამოკვეთს მისთვის საინტერესო კითხვების/ საკითხებს.
ვიზიტორობის მსურველი დაწესებულებიდან თანამშრომლობითი ვიზიტისთვის წარმოდგენილი უნდა იყოს არაუმეტეს 2 პირის კანდიდატურა.