FAQ

პროფესიული განათლების მიმართულებით 2024 წლის მეორე თანამშრომლობითი ვიზიტისთვისვიზიტორი დაწესებულებების გამოსავლენად განაცხადების მიღება იწყება

27 სექტემბერი 2024

2024 წლის მეორე თანამშრომლობითი ვიზიტისთემაზე:  „შუალედური შეფასების ორგანიზება",გამოვლინდა მასპინძელი დაწესებულება.

თანამშრომლობითი ვიზიტის მასპინძლობაზე განაცხადი გააკეთა ერთმა პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ − სსიპ - კოლეჯმა მერმისმა, რომელიც თანამშრომლობითი ვიზიტების მეთოდოლოგიის შესაბამისად განისაზღვრა თანამშრომლობითი ვიზიტის მასპინძელ დაწესებულებად.

თემაზე:  „შუალედური შეფასების ორგანიზება"ცენტრი იწყებს მეორე თანამშრომლობითი ვიზიტისვიზიტორი დაწესებულების სტატუსის მოპოვების მსურველი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების განაცხადების მიღებას. 

ვიზიტისთვის განსაზღვრულ თემასთან დაკავშირებით მასპინძელ დაწესებულებას ვიზიტორი დაწესებულებისგან  უკუკავშირის მიღება სურს შემდეგი საკითხებთან დაკავშირებით:

1. შუალედური შეფასების ორგანიზების თავისებურებები, რისკები, დადებითი მხარეები, პროცედურები;

2. შუალედური შეფასების მოსამზადებელი პროცესი, ჩატარება, ვერიფიკაცია; 

3. შუალედური შეფასების როლი სწავლების ხარისხის ამაღლებისთვის, პროგრამის შეფასებისათვის, საკვალიფიკაციო გამოცდის წარმატებულად ჩატარებისთვის .

 

ვიზიტორობის მსურველმა დაწესებულებამ 2024 წლის 30 სექტემბრიდან - 4 ოქტომბრის ჩათვლით,   ელექტრონული ფოსტის მისამართზე: peer.visit@eqe.ge უნდა  გამოაგზავნოს თანამშრომლობითი ვიზიტების მეთოდოლოგიის -  დანართი N3-ით გათვალისწინებული სრულყოფილად შევსებული ფორმა.

ვიზიტორი დაწესებულება საკუთარი გამოცდილებისა და  საჭიროებების გათვალისწინებით, გააზიარებს თავის ან მის მიერ მოძიებულ საუკეთესო პრაქტიკასდა გამოკვეთს მისთვის საინტერესო კითხვების/ საკითხებს.

ვიზიტორობის მსურველი დაწესებულებიდან თანამშრომლობითი ვიზიტისთვის წარმოდგენილი უნდა იყოს არაუმეტეს 2 პირის კანდიდატურა.