FAQ

PROFFORMANCE+ პროექტის ფარგლებში, გრძელდება სემინარების სერია სწავლა-სწავლების მეთოდოლოგიების თაობაზე

3 ოქტომბერი 2024

PROFFORMANCE+ პროექტის ფარგლებში, გრძელდება სემინარების სერია სწავლა-სწავლების მეთოდოლოგიების თაობაზე.  სემინარების სერიის მორიგი შეხვედრა, Zoom პლატფორმის გამოყენებით,  ჩატარდება 2024 წლის 8 ოქტომბერს,  ცენტრალური ევროპის დროით 14:00 საათიდან 16:00 საათამდე. სემინარის თემაა მდგრადი განვითარება უმაღლეს განათლებაში:  მდგრადი განვითარების საკითხის ინტეგრირება სწავლებასა და სწავლაში“.

სემინარის ფარგლებში, ასევე, გათვალისწინებულია PROFFORMANCE პროექტისა და პროდუქტების მიმოხილვა,  მდგრადი განვითარების კონტექსტში  სწავლებისა და სწავლის რამდენიმე ინოვაციური პრაქტიკის გაზიარება PROFFORMANCE-ის სწავლების საუკეთესო პრაქტიკების ბაზიდან. შეხვედრის მონაწილეებსასევეშეუძლიათმიიღონ ინფორმაცია 2024/25 წლის უმაღლესი განათლების მასწავლებლის ჯილდოს კონკურსის შესახებ, რომელიც ჩატარდება მიმდინარე წლის შემოდგომაზე, როგორც PROFFORMANCE პროექტის ნაწილი.

შეხვედრის სამუშაო ენა - ინგლისური.

 

დეტალური ინფორმაციისათვის შეგიძლიათეწვიოთ შემდეგ ბმულს: https://profformance.eu/en/agenda*sustainability-in-higher-education

 

 ღონისძიებაზე რეგისტრაციისთვის შესაძლებელიაგამოიყენოთ აღნიშნული ბმულირეგისტრაცია

 

რეგისტრაციის დასრულების თარიღი7 ოქტომბერი, 2024 წელი

 

 

 

 

 

 

 

 

PROFFORMANCE+ პროექტის ფარგლებში, გრძელდება სემინარების სერია სწავლა-სწავლების მეთოდოლოგიების თაობაზე