განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, 2 ოქტომბერს, ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დანერგვისა და განვითარების მიზნით შექმნილი მრჩეველთა საბჭოს (შემდგომში - მრჩეველთა საბჭო) მორიგი სხდომა გაიმართა.
სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მოიპოვა ERASMUS+-ის პროგრამის დაფინანსება საპროექტო განაცხადზე - „საქართველოს კვალიფიკაციის ეროვნული ჩარჩოს განხორციელების შესაძლებლობების გაძლიერება რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების პროცესების საშუალებით“. ასევე, დამტკიცდა ქვეპროგრამა - „კვალიფიკაციების ელექტრონული რეესტრის შექმნა და დანერგვის ხელშეწყობა“ რომლის ფარგლებშიც დაიწყება კვალიფიკაციების ელექტრონული რეესტრის შემუშავება.
მრჩეველთა საბჭოს წარედგინა დეტალები ზემოაღნიშნულ პროექტებთან დაკავშირებით, შეთანხმდა ERASMUS+-ის პროგრამის სამოქმედო გეგმა და წარედგინა კვალიფიკაციების ელექტრონული რეესტრის ქვეპროგრამა.