პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შექმნილი პროფესიული სტანდარტების და პროფესიათა ანალიზის, ასევე შესაქმნელი პროფესიული სტანდარტების იდენტიფიცირების მიზნით 2015 წლის 4 მაისს, 14.30 საათზე ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში, მისამართი: თბილისი, გრიბოედოვის ქ.8, გაიმართება სამუსიკო ხელოვნების სპეციალისტთა დარგობრივი შეხვედრა.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ წინასწარ, 2015 წლის 1 მაისის ჩათვლით მოგვაწოდონ ინფორმაცია შეხვედრაზე დასწრების სურვილის შესახებ. საკონტაქტო პირი: სოფიო ბუჯიაშვილი: 577 90 09 39